🎁 Before you apply, rehearse this interview. Create your free WorkMundi account and get an Interview Training on HelpsYouSpeak — no cost, no card. I want my training →
ADI-ის შესახებ ADI 2018 წელს დაარსდა თბილისში, როგორც ინიციატივა, რომელიც გამიზნული იყო აქტუალური პრობლემის, ადგილობრივ ბაზარზე ციფრულ ინდუსტრიაში პროფესიონალების ნაკლებობის გადაჭრაზე. დღეს ADI ქვეყანაში ყველაზე აღიარებული ციფრული სასწავლო პლატფორმაა, რომელიც ცნობილია პრაქტიკული მიდგომებით, ექსპერტი მენტორებით და კარიერის განვითარებაზე მიმართული პროგრამებით. ჩვენ ათასობით სტუდენტს დავეხმარეთ კარიერის წამოწყებაში ისეთ სფეროებში, როგორიცაა მარკეტინგში, დიზაინში, პროგრამირებაში და სხვა სფეროებში. 2023 წელს ჩვენი პარტნიორი გახდა Tether. ეს ინიციატივა ჩვენი მისიის გლობალურ ბაზარზე გატანას უზრუნველყოფს, რომლის ფარგლებშიც უკვე ნებისმიერ ადამიანს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში შეუძლია მიიღოს პრაქტიკული, კარიერის განვითარებაზე მიმართული განათლება. როლის მოკლე აღწერა ვეძებთ SEO/SEM-ის მენტორს, რომელსაც აქვს ძლიერი პრაქტიკული გამოცდილება საძიებო სისტემების ოპტიმიზაციისა და საძიებო რეკლამის მიმართულებით და შეუძლია საკუთარი პროფესიული გამოცდილებისა და თანამედროვე მიდგომების სტუდენტებისთვის გაზიარება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია კანდიდატი, რომელსაც აქვს რეალურ კომპანიებთან, ბრენდებთან ან კლიენტებთან მუშაობის გამოცდილება და კარგად ესმის, როგორ გამოიყენება SEO და SEM ბიზნესის მიზნების მისაღწევად. ორგანული ტრაფიკისა და ხილვადობის ზრდიდან, ლიდებისა და კონვერსიების გენერირებამდე. ძირითადი მოვალეობები: ონლაინ და ოფლაინ ვორქშოფების ჩატარება დეტალური სილაბუსის მიხედვით; SEO/SEM-ის მიმართულებით პრაქტიკული ცოდნისა და რეალური სამუშაო გამოცდილების გაზიარება; SEO-სა და SEM-ის ძირითადი ინსტრუმენტებისა და პრაქტიკების სწავლება; AI ინსტრუმენტების გამოყენების სწავლება SEO/SEM პროცესების გასაუმჯობესებლად; რეალური ქეისებისა და პრაქტიკული მაგალითების გამოყენება სწავლების პროცესში; სტუდენტების მხარდაჭერა, უკუკავშირის მიცემა და მათი პროფესიული განვითარების ხელშეწყობა; პოზიტიური, ინკლუზიური და ინტერაქციული სასწავლო გარემოს შექმნა; SEO/SEM და AI სფეროში მიმდინარე სიახლეების გაცნობა და თანამედროვე მიდგომების სწავლების პროცესში ინტეგრირება.